ჭანტურია ტარიელ

ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსი, "ნადირობა", გამოაქვეყნა 1951 წელს, პირველი პოეტური კრებული, "ლტოლვა" — 1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. ძირითადი კრებულებია: "საქანელა" (1965), "ქვა და ომი" (1967), "ახალი მთვარე“ (1970), "ორნი" (1972), "დაწყვეტილი სერპანტინი" (1973), "წყნარი მზის წელიწადი" (1975), "თაფლობის საუკუნე" (1978), "პოემები" (1979), "სტრესები და სიტყვები" (1980), "რჩეული" (1982), "ბოლთა" (1893), "მწერლის წითელი წიგნი" (1985) და სხვ. ჭანტურიას ეკუთვნის, ასევე, საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.
შემოქმდება
ცა

ჭანტურია ტარიელ
ნანახია: 7600 - ჯერ

ინფექციური ლექსი

ჭანტურია ტარიელ
ნანახია: 7666 - ჯერ

მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ასს

ჭანტურია ტარიელ
ნანახია: 7589 - ჯერ

არის თუ არა სიცოცხლე მარსზე

ჭანტურია ტარიელ
ნანახია: 7577 - ჯერ